კლასიკური მუსიკის საღამო

კლასიკური მუსიკის საღამო

2012 წლის 20 დეკემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“  ჩატარდა კლასიკური მუსიკის საღამო ( ხელმძღვანელი - გოდერძი ჩიტაიშვილი).

     

საღამოში მონაწილეობდნენ მხოლოდ თსსუის სტუდენტები:

ანა არაბიძე (ფორტეპიანო);
 შორენა კოჭლამაზაშვილი (ფორტეპიანო);
 მარიამ ჯაიანი  (ფორტეპიანო);
 ქეთი რამიშვილი (ფორტეპიანო);
 თორნიკე ლომსაძე(ფლეიტა);
 რუსუდან წიკლაური (ვიოლინო);
 გვანცა ახალაძე (ჩელო).

მონაწილეებმა შეასრულეს: ალბინონის, ბრამსის,  ვივალდის, პროკოფიევის, რახმანინოვის, შოპენის,  ჯოპლინის, ჰენდელის, ლაღიძის და აზარაშვილის  ნაწარმოებები.

     

საღამოს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის დელეგაცია - გერმანიის ექიმთა და სტომატოლოგთა ასოციაციების ლექტორები: თსსუ–ის მიერ მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი,  თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი და დოქტორი კარსტენ კრაბსი, ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.  

საღამოზე მსმენელს ორგანიზატორებმა შესთავაზეს სიახლე, ყოველ კომპოზიციას თან ერთვოდა ინფორმაცია კომპოზიტორისა და ეპოქის შესახებ.

 საღამოს დებიუტანტები იყვნენ:  თორნიკე ლომსაძე (ფლეიტა), რუსუდან წიკლაური (ვიოლინო), გვანცა ახალაძე (ჩელო).