ტრადიციისამებრ, საერთაშორისო ფონდმა ,,კურაციო“–მ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მორიგი  სახელობითი სტიპენდიატი დაასახელა

ტრადიციისამებრ, საერთაშორისო ფონდმა ,,კურაციო“–მ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მორიგი სახელობითი სტიპენდიატი დაასახელა

2012 წლის 25 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდ ,,კურაციო“-ს და თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, ჩატარდა ფონდ „კურაციო“–ს სახელობის სტიპენდიის პროგრამის – „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (ხელმძღვანელი - პროფესორი მამუკა ჯიბუტი) 2012-2013 წლის გამარჯვებული მაგისტრანტის ანა კასრაძის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი.

სტიპენდიატს გამარჯვება მიულოცეს: თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა, დეპარტამენტის პროფესორმა ეკა მირველაშვილმა და საერთაშორისო ფონდ ,,კურაციო“-ს დირექტორმა ქეთევან ჩხატარაშვილმა.