საშობაო–საახალწლო საღამო

საშობაო–საახალწლო საღამო

2012 წლის 26 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელი დარბაზში“, თსსუ–ს სპორტისა და ხელოვნების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა საშობაო–საახალწლო საღამო, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის  აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

საიუბილეო სარამოში მონაწილეობდენ: თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი (ახალი თაობა), სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი "ვეგა", კლასიკური მუსიკის ჯგუფის წევრები, ტრადიციული მუსიკის ანსამბლი "დეკა", ესტრადის მომღერლები, "ტანგოს"–ს დუეტი და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.