ფესტივალი „არტ-გენი”- 2012

ფესტივალი „არტ-გენი”- 2012

2012 წლის 21-29 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტარდება ტრადიციული ფესტივალი „არტ-გენი“. ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა, ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და შენახვა მომავალი თაობებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში Catardeba კონცერტები და წარმოდგენები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული შემსრულებლTa მონაწილეობით, ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. ტრადიციულად ფესტივალი იწყება საქართველოს რეგიონებიდან და იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

24 ივლისს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა გოგონათა ანსამბლმა „დეკა“-მ. გოგონებმა შეასრულის 2 სიმღერა „ხევისბერი გოჩა“ და „რაჭული მელოდიების პოპული“. გუნდის ხელმძღვანელია - დავით რატიანი.