2012 წლის 16 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები:
![]() |
![]() |
ნოდარ გრიგოლია – ქირურგიის დეპარტამენტის N2 ურგენტული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
ნათელა (ნანა) გელაძე - პედიატრიის დეპარტამენტის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
ნოდარ ლომიძე - ქირურგიის დეპარტამენტის N1 ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
ნუგზარ უბერი - პედიატრიის დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
დავით ქოჩიაშვილი - ქირურგიის დეპარტამენტის N1 უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
კონსტანტინე ყიფიანი - ქირურგიის დეპარტამენტის N1 სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
ნინო (ნინული) ნინუა - ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულების ასისტენტ -პროფესორი;
მარინა გორდელაძე - შინაგანი მედიცინის N1 დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასისტენტ -პროფესორი;
გია თომაძე - ქირურგიის N1 დეპარტამენტის კერძო ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
დავით შენგელია - თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ვულოცავთ „ღირსების ორდენის“ ახალ კავალერებს მაღალ სახელმწიფო ჯილდოს და ვუსურვებთ კვლავაც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურონ ქართველ ხალხს და მშობლიურ უნივერსიტეტს.