2012 წლის ოქტომბერში ბათუმში V საერთაშორისო კონგრესი ''ჯანმრთელობა და წამალი“ და ალერგიის, ასთმისა და იმუნოპათოლოგიის VII ეროვნული კონგრესი ჩატარდება

2012 წლის ოქტომბერში ბათუმში V საერთაშორისო კონგრესი ''ჯანმრთელობა და წამალი“ და ალერგიის, ასთმისა და იმუნოპათოლოგიის VII ეროვნული კონგრესი ჩატარდება

2012 წლის 13 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტს, აკადემიკოს რევაზ სეფიაშვილს. შეხვედრას ესწრებოდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი თინათინ ჩიქოვანი.

შეხვედრაზე განიხილეს V საერთაშორისო კონგრესის ''ჯანმრთელობა და წამალი“ და ალერგიის, ასთმისა და იმუნოპათოლოგიის VII ეროვნული კონგრესის საორგანიზაციო საკითხები. 

კონგრესი ჩატარდება ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“, 2012 წლის 4–8 ოქტომბერს.

4 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი აარონ ჩიხანოვერი წაიკითხავს ლექციას: „XX საუკუნის მედიცინა – შევძლებთ თუ არა ყველა დაავადებაზე გამარჯვებას?“ კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. კონგრესის პარალელურად, ცხრა უცხოელი სპიკერი ლექციებს წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

აღნიშნული კონგრესი რიგით VII საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ერთობლივი ძალებით ჩატარდება.