2012 წლის 10-11 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი იცხაკ ვინოგრადი, რომელმაც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის აუდიტორიაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:
- “ლაპარასკოპია ბავშვთა ქირურგიაში”;
- “ნაწლავთა გაუვალობა ახალშობილებსა და ბავშვებში”.
ლექციების პარალელურად, პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა ორ ქართველ ბავშვს ჩაუტარა საქველმოქმედო ოპერაციები:
1. ანორექტული პლასტიკა.
2. მსხვილი ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |