თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი გიორგობიანის ვიზიტი ზალცბურგში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი გიორგობიანის ვიზიტი ზალცბურგში

2012 წლის 5-8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი გიორგი გიორგობიანი მივლინებით იმყოფებოდა ზალცბურგში (ავსტრია), სადაც მიწვეული იყო, როგორც გამომცდელი ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა კავშირის (UEMS) და ევროპის ქირურგთა საზოგადოების (ESS) მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე.


გამოცდის ინგლისურ ენაზე ჩაბარების შემდეგ რეზიდენტურის კურსდამთავრებულს ენიჭება ევროპული კვალიფიკაცია სპეციალობაში - "ზოგადი და ვისცერული ქირურგია". როგორც ცნობილია საქართველო შედის იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლის მოქალაქეებს, ზოგად ქირურგიაში რეზიდენტურის აკრედიტირებული კურსის დასრულების შემდეგ, უფლება აქვთ ჩააბარონ ზემოაღნიშნული გამოცდა და მოიპოვონ ევროგაერთიანებისა და ევროპის სხვა ქვეყნებში ქირურგად მუშაობის უფლება.

აღნიშნული კატეგორიის გამოცდები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება წელიწადში რამდენჯერმე: მოიცავს ე.წ. “მრავლობითი არჩევანის” ტესტებს (Multiple choice questions –MCQ) და ატარებს ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ სახეს (OSCE).

პროფესორ გიორგობიანს, როგორც ევროპის ქირურგთა საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრს, გამომცდელის უფლება მიენიჭა 2010 წელს ტურინში (იტალია). დეტალური ინფორმაცია გამოცდების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.essurg.org


ევროპის სპეციალისტთა კავშირის
ქირურგიის მიმართულების დირექტორი,
პროფესორი ვოლფგანგ ფეილი და
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის პროფესორი
გიორგი გიორგობიანი ტესტების
შესწორებისას. 


 პროფესორები: გიორგი გიორგობიანი
და ვოლფგანგ ფეილი.

 

 

 

 
სერტიფიკატი, რომელიც თსსუ–ის
პროფესორ გ. გიორგობიანს აძლევს
გამომცდელის უფლებას.