თსსუ–ის პროფესორის ნიკოლოზ კინტრაიას მივლინება ოსლოს უნივერსიტეტში

თსსუ–ის პროფესორის ნიკოლოზ კინტრაიას მივლინება ოსლოს უნივერსიტეტში

 

2012 წლის 16–დან 22 ივნისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია მივლინებით იმყოფებოდა ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია).
პროფესორი კინტრაია დაესწრო ოსლოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცხრე სემესტრის გამოცდებს, რომლებიც უკვე 6 წელია წარმატებით ტარდება OSCE პრინციპით და, ამდენად, ოსლოს უნივერსიტეტში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის, ოსლოს უნივერსიტეტის კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის ქალთა და ბავშვთა დეპარტამენტის პროფესორის ბაბილ პედერსენის უშუალო ძალისხმევით პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია დაესწრო და მონაწილეობა მიიღო აღნიშნული გამოცდის მსვლელობაში.
ოსლოში მიღებულ გამოცდილებას პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია გამოიყენებს სამედიცინო უნივერსიტეტში მეანობა–გინეკოლოგიის გამოცდების OSCE პრინციპით ჩატარებისას.