სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – “გზა კვლევისაკენ”

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – “გზა კვლევისაკენ”

 

2012 წლის 19 ივნისს, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით, ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “გზა კვლევისაკენ”, რომლის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, ასევე, ფარმაცევტული კომპანიები “ავერსი-ფარმა” და “ნატუროპათი”. კონფერენციის საპატიო სტუმრები იყვნენ უცხოელი პროფესორები: იტალიიდან – პროფესორი ფედერიკა ვოლფი (Catholic University, Roma, Italy) და ესპანეთიდან – პროფესორი ჯოზე პეინადო (Granada University, Spain);
კონფერენციაზე ქართული და ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტებმა წარმოდგინეს კვლევითი და რეფერატული სახის მოხსენებები (პრეზენტაციები).

საკონკურსო კომისიის წევრთა (თსსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და ასევე უცხოელი პროფესორები) გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით წარმოჩინდნენ შემდეგი ქართველი (თორნიკე კალაძე, დავით ჯავახიძე, თამთა ხოდელი, მარიამ ხოხიაშვილი) და სირიელი (Tharaka Dunuwila, Sajini Herat, Abdullah Mohinadeen, Mario Annandappa, Senal Rodrigo, Suraj Dissanayake სტუდენტები, რომელნიც სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაჯილდოვდნენ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე (ბათუმი, 2012 წ.) მონაწილეობის დაფინანსებით.

უცხოელმა პროფესორებმა, რომლებმაც კონფრენციის დაწყებამდე წაიკითხეს სამეცნიერო უნარ-ჩვევების სასწავლო კურსში საინტერესო ლექციები, აღნიშნეს სტუდენტების მიერ მოხსენებული პრეზენტაციების მაღალი დონე, გამოთქვეს ზოგიერთი შენიშვნა და მისცეს სტუდენტებს პროფესიული მიმართულებით ყურადსაღები რეკომენდაციები, რომლებიც მათ უნდა გაითვალისწინონ მომავალ სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში.