სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯონ სანკოს ლექციები თსსუ-ში

სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯონ სანკოს ლექციები თსსუ-ში

2012 წლის 4-12 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯონ სანკო....

ამერიკელმა კოლეგებმა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

“რეაბილიტაციის და სპეციალური განათლების მომსახურების მიმოხილვა; თერაპევტების საქმინობა სიცოცხლის ფუნქციისა და ხარისხის აღდგენის პროცესში ინდივიდებისთვის, რომლებსაც აქვთ ტრავმები, დაავადებები და თანდაყოლილი პათოლოგიები”;
“ფიზიკური ვარჯიშის როლი მედიცინაში. ინდივიდისთვის სპეციფიური ვარჯიშების დანიშვნა ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯის გაიდლაინების მიხედვით”;
“ფიზიკური ვარჯიშის სპეციფიურობა”;
“ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა. უმოქმედობის და წოლის მავნე ეფექტები”;
“როგორ განსხვავდება აერობიკული და ანაერობიკული ვარჯიშები და ეს რა გავლენას ახდენს ნივთიერებების უტილიზაციაზე?”;
“თერაპევტების მიერ გამოყენებული ფიზიკური საშუალებების ფიზიოლოგიური ბაზისები”;
“ექიმების მიერ ფიზიკური მედიცინის სამეცნიერო მონაცემების გამოყენება პაციენტის მკურნალობის პროცესში”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.