პორტუგალიის სასამართლო მედიცინის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პორტუგალიის სასამართლო სამედიცინო საბჭოს პრეზიდენტი, კოიმბრას უნივერსიტეტის პროფესორი დუარტე ნუნო პესსოა ვიეირას ლექციები თსსუ–ში

პორტუგალიის სასამართლო მედიცინის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პორტუგალიის სასამართლო სამედიცინო საბჭოს პრეზიდენტი, კოიმბრას უნივერსიტეტის პროფესორი დუარტე ნუნო პესსოა ვიეირას ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 6-8 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია პორტუგალიის სასამართლო მედიცინის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პორტუგალიის სასამართლო სამედიცინო საბჭოს პრეზიდენტი, კოიმბრას უნივერსიტეტის პროფესორი დუარტე ნუნო პესსოა ვიეირა.

პორტუგალიელმა კოლეგამ თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

“სასამართლო მედიცინა მსოფლიოში: არსებობს თუ არა იდეალური სამედიცინო ექსპერტიზის სისტემა?”;
“სამედიცინო შეცდომების შემთხვევათა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”;
“სასამართლო-სამედიცინო პათოლოგია და ტოქსიკოლოგია: ნიმუშების აღება და შედეგების ინტერპრეტაცია”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.