პროფესორ ანტონელო პილეჯის ლექციები თსსუ–ში

პროფესორ ანტონელო პილეჯის ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 22-24 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია მაიამის უნივერსიტეტის (აშშ) პრეკლინიკური უჯრედული ტრანსპლანტაციისა და ტრანსლაციური მოდელების პროგრამ–დირექტორი, პროფესორი ანტონელო პილეჯი.
ამერიკელმა კოლეგამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:
„კუნძულების ტრანსპლანტაცია დიაბეტის მკურნალობაში. პროგრესი და მიმდინარე პრობლემები“;
„კუნძულოვანი იმუნობიოლოგიის შესწავლის გამოსახულებითი მეთოდების განვითარება in vivo“;
„ბიოსამედიცინო ინჟინერიის გამოყენება ბეტა-უჯრედების ჩასანაცვლებელი თერაპიისთვის დიაბეტის მკურნალობისას“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.facebook.com/pages/The-Cure-Alliance/369847463031781

http://www.thecurealliance.org/