2012 წლის 8 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ გაიმართა სპორტისა და ხელოვნების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მომღერალ ქალ–ვაჟთა გუნდის კონცერტი (ხელმძღვანელი- ბადრი მაჭავარიანი).
28 – წლიანი არსებობის მანძილზე სოლო კონცერტი ჩაატარა მე–9 თაობამ (გუნდის ლოტბარი – პაატა ცეცხლაძე). შესრულებული იქნა საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერა.