ევროპის იმუნიზაციის კვირეული – „ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეხება მე, შენ და ყველას!“

ევროპის იმუნიზაციის კვირეული – „ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეხება მე, შენ და ყველას!“

2012 წლის 21-27 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეული აღინიშნა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ქართულ საზოგადოებას კარგად ესმის იმუნიზაციის მნიშვნელობა, თუმცა იმისათვის, რომ შევახსენოთ, რამდენად საყურადღებოა ბავშვის დროული აცრა – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, კვირეულის განმავლობაში ჩატარდა საინფორმაციო აქცია. სტუდენტებმა საინფორმაციო ფურცლები იმუნიზაციაზე და აცრების ეროვნული კალენდარი დაარიგეს: “ჯანმრთელობის ცენტრი”-ში, “სამკურნალო კომბინატი”-ში, “იუნონა”-ში, კლინიკების გინეკოლოგიურ და პედიატრიულ განყოფილებებში.
აქციის მიზანი იყო მცირეწლოვან ბავშვთა დედებისა და ორსულთათვის მიეწოდებინათ სწორი ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია აცრების დროულად ჩატარება.