თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა ტემპუსის პროექტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა ტემპუსის პროექტში

2013 წლის 23–25 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი ნინო კილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო კანდელაკი და უცხო ენების ცენტრის მასწავლებელი მარინა ხეჩინაშვილი მონაწილეობდნენ სადოქტორო პროგრამების ფარგლებში ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის სწავლებისადმი მიძღვნილ სხდომის მუშაობაში, რომელიც ჩატარდა ტემპუსის პროექტის „სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარება საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში“ ფარგლებში.

თსსუ ამ პროექტში აქტიურადაა ჩართული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უკრაინის, ნიდერლანდების, შოტლანდიის უნივერსიტეტებთან ერთად. ეს, უკვე რიგით მესამე ტრენინგი ჩატარდა მაასტრიხტის უნივერსიტეტის ენების ცენტრის ექსპერტების ბობ ვილკინსონის და კლაივ ლოურენსის მიერ ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსსუ–ის პარტნიორები ტემპუსის აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კიევ–მოჰილას აკადემიის, ლვოვის კათოლიკური უნივერსიტეტის და  პეტრე მოჰილას სახ. შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უკრაინა)  წარმომადგენლები. 

ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული აკადემიური წერის მასწავლებლისა და სტუდენტის ზოგადი და სპეციფიკური  კომპეტენციების დიაპაზონი.  მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა თსსუ–სა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ენების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თსსუ–ში სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის სწავლებას.