ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო

ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო

2012 წლის 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის “წითელ დარბაზში”, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო.
საღამოს ესწრებოდნენ ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და „თავისუფალი თეატრი“–ს მსახიობები- კახა მიქიაშვილი და ივანე ქურასბედიანი.პოეტის ლექსებს კითხულობდნენ „თავისუფალი თეატრი“–ს მსახიობები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები.

პროექტის მიზანს სტუდენტების დაინტერესება და პოეტის შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართვა წარმოადგენდა.

საღამომ წარმატებით ჩაიარა და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.