ოსლოს უნივერსიტეტისა და სუნაას კლინიკის (ნორვეგია) წამყვანი რეაბილიტოლოგის ლენა ლანდე ვეკრეს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

ოსლოს უნივერსიტეტისა და სუნაას კლინიკის (ნორვეგია) წამყვანი რეაბილიტოლოგის ლენა ლანდე ვეკრეს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

2012 წლის 7 და 9 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში ოსლოს უნივერსიტეტის და სუნაას კლინიკის (ნორვეგია) წამყვანმა რეაბილიტოლოგმა ლენა ლანდე ვეკრემ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ოთხი ლექცია.

ლექციების თემატიკა შეესაბამებოდა თსსუ-ს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის IV კურსის სასწავლო პროგრამას და ატარებდა ინტერაქტიურ ხასიათს. უცხოელმა სპეციალისტმა სტუდენტებს გაუზიარა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ნორვეგიული სკოლის გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები სხვადასხვა დაავადებების რეაბილიტაციის საკითხებზე. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიური ლექციების და დისკუსიების მსვლელობაში, მათ მიეცათ საშუალება გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა რეაბილიტაციის მეთოდების, ინსტრუმენტების, ინტერვენციების და პროგრამების შესახებ.

ნორვეგიელმა კოლეგამ გამოთქვა კმაყოფილება ჩატარებული ღონისძიების როგორც აკადემიური, ასევე საორგანიზაციო ასპექტების გათვალისწინებით, და გამოთქვა უდიდესი სურვილი მომავალი თანამშრომლობის.