თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანა”-ს საქველმოქმედო აქცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანა”-ს საქველმოქმედო აქცია

 

2012 წლის 27 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“–ს ბაზაში არსებულ მრავალშვილიან და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში მარჩენალდაკარგული ოჯახების ორმოცამდე მოზარდს ჩაუტარდათ სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური მედიკოსების (პედიატრები, სტომატოლოგები, ოფთალმოლოგები, ნევროპათოლოგები, ქირურგები, ოტო-რინო-ლარინგოლოგები და სხვ.) უფასო სამედიცინო კონსულტაცია.

საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“–ს დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა, კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლია ძიძიგური, თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე–პრეზიდენტი მიხეილ დიაკონიძე, უნივერსიტეტის სტუდენტები.

საქველმოქმედო ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება.