შეფილდის ბავშვთა თორაკალური (გულ–მკერდის) ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დოქტორ შონ მარვინის (დიდი ბრიტანეთი) ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შეფილდის ბავშვთა თორაკალური (გულ–მკერდის) ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დოქტორ შონ მარვინის (დიდი ბრიტანეთი) ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 22 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია შეფილდის ბავშვთა თორაკალური (გულ–მკერდის) ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი შონ მარვინი (დიდი ბრიტანეთი).

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგიული სამსახურის უფროსი, ბატონი ავთანდილ კუტუბიძე და ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი მეტრეველი. 

   

შეხვედრისას დოქტორი შონ მარვინი გაეცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მუშაობის პრინციპებს. განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

ბრიტანელმა კოლეგამ 23 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები შემდეგ თემებზე: „თანდაყოლილი ანომალიები“ და „სიმსივნეები და ტრავმები ბავშვთა ასაკში“.

     

პირველად საქართველოში, დოქტორმა შონ მარვინმა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, 2 თვის პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა პილოროსტენოზი (კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადასასვლელის შევიწროვება) ჩაუტარა ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია.