თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი

2012 წლის 16 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" გამგეობის თავმჯდომარემ, პროფესორმა ბაადურ მოსიძემ.
მხარეები, თსსუ და „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს სხვადასხვა სამედიცინო დარგების პროფესიულ ასოციაციებს და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას, შეთანმდნენ მხარეთა ურთიერთთანამშრომლობაზე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საატესტაციო/საგამოცდო ,,პროგრამების” განხორციელებას შემდეგი მიმართულებებით: მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარება და სამედიცინო დახმარების ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესება, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების, განხილვის, დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია, მათი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა, კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციების დანერგვის პროცესის მონიტორინგისა და ტრეინინგისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და გაზიარება.