„გადაარჩინე ქალების სიცოცხლე, შეაჩერე ძუძუს კიბო“

„გადაარჩინე ქალების სიცოცხლე, შეაჩერე ძუძუს კიბო“

2012 წლის 15 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და „EMSA-Tbilisi“-ს ორგანიზებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „გადაარჩინე ქალების სიცოცხლე, შეაჩერე ძუძუს კიბო“.

 



კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა სორდია, უნივერსიტეტის აკადმეიური პერსონალი, რეზიდენტები და სტუდენტები.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

ძუძუს და ენდოკრინული ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი გიორგი ძაგნიძე – „თანამედროვე მეთოდები ძუძუს კიბოს მკურნალობაში“;

პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი ომარ ხარძეიშვილი – „ძუძუს კიბოს მორფოლოგიური დიაგნოსტიკის ტანამედროვე შესაძლებლობები“;

დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინულ ასოციაციათა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რამაზ ყურაშვილი – „შაქრიანი დიაბეტი და კანცერი, რისკ ფაქტორებიდან პრევენციამდე“;

ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის კოორდინატორი, რადიოლოგი თამარ ჩარკვიანი – „ძუძუს კიბო, მამოგრაფიული სკრინინგი“;

ეროვნული სკრინინგ ცენტრის კოორდინატორი ლევან ჯუღელი – „ძუძუს კიბოს სკრინინგი საქართველოში“.