„გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“

„გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“

2012 წლის 14 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, არასამთავრებო ორგანიზაცია „დონორთა კლუბი“–სა და აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“, რომელშიც მონაწილეობა ორმოცზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.
პროექტის მიზანია სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაცია.