ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოების ჩამოყალიბება

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოების ჩამოყალიბება

2013 წლის 8 თებერვალს ჩამოყალიბდა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოება, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები: ნანა ნაცაური, ნინო ჭელიძე, ნანა გაბეხაძე, ელენე ჩიტიძე, ანა მეცხვარიშვილი და თეა ვაშაკიძე.

საზოგადოების მთავარ მიზანს წარმოადგენს:

  • სპეციალობისა და ფაკულტეტის პოპულარიზაცია;
  • აბიტურიენტების დაინტერესება და მოზიდვა;
  • სტუდენტებისთვის პროფესიული წინსვლის შესაძლებლობის მიცემა;
  • კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.

საზოგადოებაში გაერთიანებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ საკუთარი იდეები აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის.