სკოლის მანდატურების ტრენინგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სკოლის მანდატურების ტრენინგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 18  თებერვლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო სკოლის მანდატურების სწავლების კურსი, რომლის ფარგლებშიც  მანდატურები გაივლიან საბაზისო მომზადებას  პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევებში. 

პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც  საგანმანათლებლო დაწესებულებების  მანდატურის სამსახურის ახალ პროექტს ,,საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმთა კოლეჯთან“ ერთად ახორციელებს.

ტრენინგის მიმდინარეობისას სკოლის მანდატურები მულაჟებისა და სხვა პრაქტიკული მასალების გამოყენებით შეისწავლიან, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დაზარალებულს პირველადი გადაუდებელი დახმარება  ექიმის მოსვლამდე.

პირველ ეტაპზე ტრენინგებს თბილისის საჯარო სკოლების მანდატურები გაივლიან სამომავლოდ კი, პროექტში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მანდატური ჩაერთვება.