გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!

გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!

 გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ლეიკემიის 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ძირითადად, ბავშვების მკურნალობისათვის  ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო. შესაბამისად, პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ, თითქმის ყველა შემთხვევაში, საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

2013 წლის 7 მარტს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III  სასწავლო კორპუსში ჩატარდა ჰუმანიტარული აქცია – „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!“.

უანგარო დონაციაში მონაწილეობა მიიღეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და სტუდენტებმა.

ტრადიციული ჰუმანიტარული აქციის – „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!“  ორგანიზატორები იყვნენ „სისხლის ბანკი“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.