პარტნიორი ორგანიზაციის  „ICAM“ - ის (შრი–ლანკა) დირექტორის  პრასად ჰიუვაჯის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პარტნიორი ორგანიზაციის „ICAM“ - ის (შრი–ლანკა) დირექტორის პრასად ჰიუვაჯის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 18 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი  ია ავალიანი  შეხვდნენ  უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „ICAM“-ის დირექტორს პრასად ჰიუვაჯის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალი ურთიერთობების შესახებ და განიხილეს  თსსუ–ის სტუდენტების კლინიკური სტაჟირების პროგრამის პერსპექტივები  კოლომბოს უნივერსიტეტში (შრი–ლანკა).

"ICAM" 2009 წლიდან პარტნიორობს თსსუ–თან და 200–ზე მეტი შრი–ლანკელი სტუდენტი ჰყავს ჩამოყვანილი.