თსსუ–ის პროფესორები დიაბეტის VI საერთაშორისო კონფერენციაზე – „დიაბეტის მოწინავე ტექნოლოგიები და მკურნალობა“

თსსუ–ის პროფესორები დიაბეტის VI საერთაშორისო კონფერენციაზე – „დიაბეტის მოწინავე ტექნოლოგიები და მკურნალობა“

2013 წლის 27 თებერვლიდან 3 მარტამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროპედევტიკის დეპარტამენტის პროფესორები: რევაზ თაბუკაშვილი, ვერა კაპეტივაძე, ნინო გეგეშიძე, ხათუნა ჭაავა და ლაბორანტი თამარ ლაზაშვილი ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ პარიზში (საფრანგეთი) დიაბეტის VI საერთაშორისო კონფერენციაზე „დიაბეტის მოწინავე ტექნოლოგიები და მკურნალობა“.

კონფერენციაზე ქართველმა მედიკოსებმა წარმოადგინეს სამი სამეცნიერო ნაშრომი:

  1. სოიოს ფლავონოიდის გამოყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის პაციენტების კომპლექსურ მკურნალობაში;
  2. ვალსარტანის გამოყენება შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა კომპლექსურ მკურნალობაში;
  3. სისხლის არტერიული წნევის სტაბილიზაცია მეტაბოლური სინდრომით დაავადებულ პაციენტებში ორი (კვადროპილი და ნისოლდიპინი) ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენებით.

თსსუ–ის პროფესორები გაეცნენ დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მეთოდებს.