გერმანელი კოლეგების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი კოლეგების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2013 წლის 16 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ფრაიბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის N.2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰუბერტ ბლუმი და ბად კროცინგენისა და ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ქართულ-გერმანული საზოგადოების თავმჯდომარე ბერნარდ გროცი.

გერმანელ კოლეგებს უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  სამსახურის ხელმძღვანელი,  პროფესორი ნინო ვეფხვაძე, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი რევაზ ჯორბენაძე და ამავე კლინიკის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ზაზა ლაზარიშვილი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს საგანმანათლებლო  და კლინიკური აქტივობების მიმართულებით.