სტუდენტური კლუბი „მწვანე აბი“

სტუდენტური კლუბი „მწვანე აბი“

2013 წლის 29 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პირველი  სასწავლო კორპუსის “ცისფერ დარბაზში“ გაიმართა კლუბ „მწვანე აბის“ პრეზენტაცია, რომელიც ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით.

კლუბის მიზანია, განტვირთვის და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდობას. კლუბის პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა  რობ რეინერის ფილმის  "The Bucket List"-  ის ჩვენება.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო კინომცოდნე ქეთი ჯაფარიძე.