2013 წლის 2 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ „აუტიზმის საერთაშორისო დღე“–სთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, საქართველოს აუტიზმის ასოციაცია და წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი ბავშვების დასახმარებლად.
აუტიზმით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ქართველი მომღერლები: ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, ვაჟა მანია, გიორგი სუხიტაშვილი, ელენე ფოჩხუა, სოფო ბედია, სალომე ბაკურაძე. საღამოს წამყვანი იყო მომღერალი კოტიკო თოლორაია.
|
|