პროფესორ ჰუბერტ ბლუმის წერილი თსსუ–ის რექტორს

პროფესორ ჰუბერტ ბლუმის წერილი თსსუ–ის რექტორს

2013 წლის 16 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ფრაიბურგის (გერმანია) სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის N.2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰუბერტ ბლუმი.

პროფესორმა ბლუმმა  გერმანიაში დაბრუნების შემდგომ, გამოაგზავნა წერილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას სახელზე, რომელშიც გერმანელი პროფესორი გამოთქვამს ორმხრივი თანამშრომლობის სურვილს - მიმდინარე წელს დაიგეგმება თსსუ–ის სტუდენტებისთვის „ახალგაზრდა ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარების“ ტრენინგები გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგის სამედიცინო უნივერსიტეტში.