მაღალტექონოლოგიური ლაპარასკოპიული ქირურგია -   პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი

მაღალტექონოლოგიური ლაპარასკოპიული ქირურგია - პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი

2013 წლის 1–5 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის  – "უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში"  ფარგლებში, ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია პარიზის ამერიკული ჰოსპიტალის პროფესორი პასკალ ვიტრინგერი, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა ლექციები და შეასრულა საჩვენებელი ლაპარასკოპიული ოპერაციები. 

მაღალტექონოლოგიური ლაპარასკოპიული ქირურგიის  პირველ სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის გახსნას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი პლატონ ესართია (აშშ.), საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბადურ მოსიძე, ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი დავით აბულაძე. 

ლექციების თემატიკა:

„ლაპარასკოპიული კოლორექტალური ქირურგია“;
„პანკრეასის ლაპარასკოპიული ქირურგია“;
„ღვიძლის ლაპარასკოპიული ქირურგია“;
„ბარიატრიული ლაპარასკოპიული ქირურგია“;
„საყლაპავის ლაპარასკოპიული ქირურგია“.

საჩვენებელლაპარასკოპიულოპერაციები:

  • ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
  • სწორი ნაწლავის ლაპარასკოპიული აბდომინოპერინეალური რეზექცია;
  • კუჭის ლაპარასკოპიული ვერტიკალური სახელოსებური რეზექცია;
  • პანკრეატოდუოდენალური რეზექცია;
  • საზარდულის ლაპარასკოპიული თიაქარპლასტიკა.

მაღალტექონოლოგიურ ლაპარასკოპიული ქირურგიის პირველ სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარზე, ასევე, მოეწყო უახლოესი ლაპარასკოპიული ტექნოლოგიების პრეზენტაციები:

  • ტექნოლოგია ჰარმონიკი და ენსილი და მათი ახალი თაობის ინსტრუმენტები;
  • ეთიკონ-ენდო-ქირურგიის ენდოსკოპიური ინსტრუმენტები და ქირურგიული სახარჯი მასალები, მათი გამოყენების კლინიკური თავისებურებანი;
  • მექანიკური საკერავი აპარატები ღია და ლაპაროსკოპიული ქირურგიისათვის, მათი კლინიკური გამოყენების თავისებურებანი.