შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან

შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან

 

2013 წლის 8 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურმა შეხვედრა გამართა თსსუ–ის ნიგერიელ სტუდენტებთან. შეხვედრაზე განიხილეს უცხოელი სტუდენტების სასწავლო პროცესთან და სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხები.

სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური სისტემატურად ატარებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებთან, რათა მოხდეს მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ინტეგრაცია.