„დასაქმების ფორუმი 2013“ – საინფორმაციო შეხვედრა

„დასაქმების ფორუმი 2013“ – საინფორმაციო შეხვედრა

 

2013 წლის 10 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებთან  და  კურსდამთავრებულებთან  ურთიერთობის სამსახურმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან „დასაქმების ფორუმი 2013“–თან დაკავშირებით. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ფორუმში წარმოდგენილ კომპანიების  და ვაკანსიების შესახებ: 

  • სადაზღვევო კომპანია „ირაო“ – ოჯახის ექიმი, ოჯახის ექიმის ასისტენტი;
  • სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი–სი–აი“ – ჯანმრთელობის და ზარალის კონსულტანტი, სატელეფონო ცენტრის კონსულტანტი, ექიმის ასისტენტი, კლინიკის ადმინისტრატორი, პროვაიდერებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი;
  • სადაზღვევო კომპანია „ჯი–პი–აი“ – სტაჟირება სხვადასხვა განყოფილებაში;
  • სადაზღვევო კომპანია „პე–ეს–პე“ – ფარმაცევტი რეგიონებში;
  • სადაზღვევო კომპანია „ჯი–პი–სი“ – ფარმაცევტი, კონსულტანტი;
  • „ჩემი ოჯახის კლინიკა“ – უმცროსი ექიმი, ექთანი (დედაქალაქსა და რეგიონებში). 
 

თსსუ–ის სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან  ურთიერთობის სამსახური მომავალში ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას სტუდენტთა და კუსდამთავრებულთა პროფესიული განვითარებისა და მათი დასაქმების მიზნით.