სტუდენტური კონფერენცია თემაზე -  ევგენიკა

სტუდენტური კონფერენცია თემაზე - ევგენიკა

2013 წლის 19 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის „ცისფერ დარბაზში“, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, ჩატარდა კონფერენცია თემაზე - ევგენიკა. 

ევგენიკა (eugenēs) – არის მოძღვრება ადამიანის მოდგმის, მისი მემკვიდრული ბუნების გაუმჯობესებისა და სრულყოფის შესახებ.

საკონფერენციო თემები დაიყო ორ სექტორად: 

სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:
1. გეოპოლიტიკური გავლენა ნაციონალისტურ-სოციალისტურ გერმანიაზე;
2. მისტიკურ-თეოსოფიური ასპექტები;
3. ცდების მასშტაბები.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:


1. კლონირება და ბიოტექნოლოგია;
2. სელექცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ თსსუ-ის პროფესორ - მასწავლებლები და სტუდენტები.
 მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.