„ახალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“

„ახალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“

2013 წლის 25 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიმართა წიგნის - „ახალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“ პრეზენტაცია.

წიგნი ითარგმნა ფონდ „ღია საზოგადოება– საქართველოს“ ხელშეწყობით.  წიგნის ავტორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, იერუსალიმის ჰადასა–ჰიბრუს უნივერსიტეტის პროფესორი თეოდორ ტულჩინსკი და სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი აკადემიის პროფესორი ელენა ვარავიკოვა. 

წიგნი ითარგმნა მედიცინის დოქტორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის, ლელა სტურუასა და მედიცინის დოქტორის,  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის, პროფესორ ლევან ბარამიძის მიერ.

წიგნის პრეზენტაციას დაესწრო  და სტუმრებს სიტყვით მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.