29 აპრილი - “ქორეოგრაფიის საერთაშორისო დღე”

29 აპრილი - “ქორეოგრაფიის საერთაშორისო დღე”

2013 წლის 29 აპრილს, იუნესკო აღნიშნავს „ქორეოგრაფიის საერთაშორისო დღე“–ს. ამ თარიღთან დაკავშირებით 26 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის “წითელ დარბაზში” თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა (ხელმძღვანელი ბადრი მაჭავარიანი, მთავარი ქორეოგრაფი დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი ინეზა კუპრეიშვილი, ლოტბარი დავით რატიანი) და გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლმა –  "დეკა" (ხელმძღვანელები: დავით და თამარ რატიანები) გამართეს სოლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლების ახალი თაობა იღებდა.  

კონცერტს ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია,  თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ წევრი, ქალბატონი მანანა აბაზაძე. კონცერტს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა  დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

კონცერტის დასასრულს, მაყურებლებს სიტყვით მიმართა და ცეკვის ანსამბლის ყოფილ წევრებს თამუნა მაღლაკერიძეს, კახა შუბითიძესა და ბექა უჯმაჯურიძეს  დაემშვიდობა ანსამბლის ხელმძღვანელი,  ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი მაჭავარიანი.

კონცერტმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.