“ევროპის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის” (EACPR)  კონგრესი „EuroPrevent-2013“

“ევროპის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის” (EACPR) კონგრესი „EuroPrevent-2013“

2013 წლის 18–20 აპრილს, რომში (იტალია) ჩატარდა “ევროპის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის” (EACPR)  კონგრესი „EuroPrevent-2013“.

პირველად „EuroPrevent”-ის კონგრესის არსებობის ისტორიაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფიზიკური დატვირთვის გავლენას სპორტსმენის ორგანიზმზე.

ჩატარდა მასტერ–კლასი სპორტულ კარდიოლოგიაში, სადაც აქცენტი გაკეთდა სპორტსმენთა კვლევაში თანამედროვე გამოსახულებითი დიაგნოსტიკური საშუალებების გამოყენებაზე. კონგრესზე წარმოდგენილი იყო აქტუალური, სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე ნაშრომები ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან. კონგრესში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა მასხულიამ. მისმა მოხსენებამ  „ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის გავლენა  მარჯვენა პარკუჭის სტრუქტურასა და ფუნქციაზე მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენებში“ დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ კოლეგებს შორის.

სპორტული კარდიოლოგიის ჯგუფის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები მაღალი ინტენსივობის სპორტში უსაფრთხო მონაწილეობის უზრუნველყოფის, თანამედროვე კვლევების შედეგების იმპლიმენტაციის და ახალი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით.