2013 წლის 6 მაისს „საქართველოს ახალი თაობის ფარმაცევტთა ასოციაცია შეიქმნა“, რომლის პრეზენტაციაც 24 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები,ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები.
„საქართველოს ახალი თაობის ფარმაცევტთა ასოციაციის“ სლოგანია:–
„ფარმაცია– რეგულირებადი, რაციონალური, ეთიკური“.
![]() |