2013 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა „საზაფხულო სკოლა–სტაჟირების“ პროგრამის პრეზენტაცია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
პროგრამის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის 300 სტუდენტი 2013 წლის 27 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით სტაჟირებას გაივლის თბილისისა და რეგიონების წამყვან კლინიკებში.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ პაციენტთან ურთიერთობისა და კლინიკური უნარ–ჩვევების გაღრმავებას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ქეთევან კავთიაშვილი, კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ციცინო გუგავა, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტში მონაწილე კლინიკების, სტაჟირების მიმართულებებისა და ელექტრონული რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.
სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.