თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს ,,საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლის“ ტიტული მიენიჭა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს ,,საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლის“ ტიტული მიენიჭა

2013  წლის 24 მაისს,  თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) ჩატარდა „სტუდენტური დღეები 2013“–ის დახურვის ცერემონიალი, სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს  ჟიურის გადაწყვეტილებით მიენიჭა  "საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი"-ს  საპატიო ტიტული.

აღსანიშინავია, რომ თსსუ–ის  სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი არაერთი პრიზისა და ტიტულის მფლობელია, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

ანსამბლის ხელმძღვანელია–ბადრი მაჭავარიანი, მთავარი ქორეოგრაფი – დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი– ინეზა კუპრეიშვილი.