გერმანელი პროფესორის მიხეილ ლენტცეს ვიზიტი თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

გერმანელი პროფესორის მიხეილ ლენტცეს ვიზიტი თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

 

2013 წლის 1 ივნისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ესტუმრა ბონის უნივერსიტეტის პედიატრიული კლინიკის დირექტორი მიხეილ ლენტცე (გერმანია), რომელმაც კლინიკას საჩუქრად გადასცა გასტროენტეროლოგიური აპარატურა, ენდოსკოპები და მონიტორები რეანიმაციისათვის.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა მიხეილ ლენტცემ  ლექციები წაუკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამის   სტუდენტებს.