საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების “CRDF Global”-ის და “GRDF”-ის ტრენინგები თემაზე – ”ინგლისური ენა სპეციალური დანიშნულებისათვის –   ტრენინგი მეცნიერთათვის”

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების “CRDF Global”-ის და “GRDF”-ის ტრენინგები თემაზე – ”ინგლისური ენა სპეციალური დანიშნულებისათვის – ტრენინგი მეცნიერთათვის”

 

2013 წლის 5-14 ივნისს, დაბა ბაკურიანში ჩატარდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების: “აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და სამოქალაქო განვითარების ფონდისა CRDF Global და “საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდის (GRDF)–ს ტრენინგები თემაზე – ”ინგლისური ენა სპეციალური დანიშნულებისათვის – ტრენინგი მეცნიერთათვის” (“English for specific purposes training for scientists”), რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლუიზა გაბუნია,  უფროსი სპეციალისტი შორენა ხეცურიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო კანდელაკი, საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების  წარმომადგენლები.

 

ტრენინგები ფოკუსირებული იყო ინგლისურ ენაში ცოდნის ამაღლებაზე, ინგლისურად სამეცნიერო  სტატიის და გრანტის თანამედროვე წერაზე. კურიკულუმი მოიცავდა: სამეცნიერო პრეზენტაციების  მომზადებას თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად,Eეფექტურ საუბარსა და კითხვებზე პასუხის გაცემას სამეცნიერო კვლევის ჭრილში; საერთაშორისო კოლაბორაციის საკითხებს; ტექნიკური სამეცნიერო ტექსტის ეფექტურ კითხვას და განხილვას. ტრენინგების სამეცნიერო ინსტრუქტორები იყვნენ: დოქტორი ლარი დენიელი; ინგლისური ენის ინსტრუქტორები: თრეისი კოლემანი, ჟასმინ ბუსიერი; ტრენინგის დირექტორი სტუარტ პოლიტი; პროგრამის მენეჯერი  ტარა კატონი.

ტრენინგის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს დაევალა სამეცნიერო პროექტის მომზადება და მოხსენება, აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები „CRDF-Global“–დან და GRDF–დან. 

ტრენინგის მსვლელობისას თსსუ-ის წარმომადგენელებმა წარმოადგინეს საინტერესო სამეცნიერო პროექტები, რისთვისაც მოწვეული ამერიკელი, ქართველი სტუმრების და ტრენინგის ინსტრუქტორების  მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.