2013 წლის 21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი) დირექტორმა პროფესორმა ზაალ კოკაიამ თსსუ–ის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე – “ღეროვანი უჯრედები და მათი პოტენციალი ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ”.
ლექციას ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.