საერთაშორისო კონფერენცია  „თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის გლობალური გამოწვევები“

საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის გლობალური გამოწვევები“

2013 წლის 25 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეგიდით  და უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების საბჭოს N.1 სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის გლობალური გამოწვევები“, რომლის ორგანიზატორია სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი რენე–მარი სტეფანო და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, პაატა რატიანი.

     

კონფერენცია გახსნა თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. შეხვედრას  ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ზაზა ბოხუა, თსსუ–ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

     

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ:

სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის მენეჯერი ჯეფ კოქსონი; სამედიცინო ასოციაციის კოორდინატორი ამელია ფერნანდესი; სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი აშშ–ში დოქტორი პრემ ჯაკიასი;  MPROVE GLOBAL–ის სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი და “MEDTOUR GEORGIA”-ს დამაარსებელი საქართველოში, დოქტორი პაატა რატიანი.

კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები, ასევე პირადად შეხვდენენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რექტორის მოადგილეს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ზაზა ბოხუას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.