ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გრძელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორებისა და სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში, ლექციების ჩატარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

2013 წლის 17–21 ივნისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პარტნიორობის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) პროფესორები.

     
     

ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) დელეგაციას წარმოადგენდნენ: პროფესორი კენეტ ვოლკერი (შინაგანი მედიცინა), პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი (სამედიცინო მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია), პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი (სამედიცინო ონკოლოგია), პროფესორი არჩილ უნდილაშვილი (საზოგადოებრივი ჯანდაცვა).

ვიზიტის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო თსსუ–ის  „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამაზე“ სწავლების მსურველ აბიტურიენტებთან. შეხვედრაზე, ამერიკელმა პროფესორებმა და ემორის უნივერსიტეტიდან დაბრუნებულმა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს მათ.