თსსუ-ში ყოველწლიური საქველმოქმედო საერთაშორისო პროექტი Teddy Bear Hospital გაიმართა

თსსუ-ში ყოველწლიური საქველმოქმედო საერთაშორისო პროექტი Teddy Bear Hospital გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციისა (GPSA) და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია-თბილისის (EMSA-Tbilisi) ორგანიზებით  საქველმოქმედო  ხასიათის ყოველწლიური საერთაშორისო  პროექტი „Teddy Bear Hospital“ გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ექიმის, ეგრეთ წოდებული „თეთრი ხალათის“ (რომელიც ექიმთან ასოცირდება ბავშვის ფსიქიკაში) და წამლის მიმართ ფობიის დაძლევას.

პროექტში მონაწილეობდნენ საოჯახო საცხოვრებელ „კარიტასის“ და გლდანის მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. მათ კონსულტაცია გაუწიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებმა და პედიატრებმა, ასევე კლინიკა „ტოტალ შარმის“ მოწვეულმა ექიმ-დერმატოლოგმა. პროექტის ფარგლებში, ფობიის დაძლევასთან ერთად სხვა სახის კონსულტაციებიც გაეწიათ.

სამედიცინო გასინჯვის შემდეგ, ბავშვებს სხვადასხვა პროდუქციით პროექტის მხარდამჭერი კომპანიები „ბარამბო“, „ეკო ფუდი“, „ნატახტარი“ და „ავერსი“ გაუმასპინძლდნენ.

ბავშვების გართობაზე იზრუნეს ბავშვთა გასართობ ცენტრ „ნევერ ლენდ“–ის ანიმატორებმა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონათ სხვადასხვა გასართობი საშულებების შემდეგ ენახათ მულტიპლიკაციური ფილმი.

დასასრულს, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრად პლასტიკური, ესთეტიკური და დერმატოკოსმეტოლოგის კლინიკა „ტოტალ შარმის“, შ.პ.ს „თურმანიძის მალამოს“ და კინოთეატრ „ამირანის“ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის მხარდამჭერი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მანუსკრიპტი“.