“სასამართლო ექიმთა V სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია”

“სასამართლო ექიმთა V სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია”

2013 წლის 29 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა “სასამართლო ექიმთა V სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია”, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაცია.

     

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ: თსსუ–ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესარიონ კილასონია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი ზურაბ კაციტაძე, პროფესორი რევაზ კაპანაძე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართ;ლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხარისხის სამსახურის უფროსი უჩა მარგველაშვილი.

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ექიმთა ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი. 

     

კონფერენციაზე, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა 50-ზე მეტი სასამართლო ექიმი,  მოხსენებული და განხილული იქნება სასამართლომედიცინის, სასამართლოსამედიცინომოლეკულურიგენეტიკის, სასამართლოტოქსიკოლოგიის, სასამართლოჰისტოლოგიის, პათოლოგიურიანატომიისაქტუალურისაკითხები:

  • “თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები თსსუ–სა და სეებ–ს შორის”;
  • „სამედიცინო ანთროპოლოგიური ექსპეტიზა“;
  • „სამედიცინო რადიოლოგიური ექსპერტიზა“;
  • „“ჩირქოვანი პერიტონტიტის შემთხვევის ანალიზი“;
  • „ინსულინომა და უეცარი სიკვდილი“;
  • „პროთრომბინის ლეიდენის V ფაქტორის და MTHFR გენების მუტაციები და ორსულთა გართულებები“;
  • „ღია და დახურული მოტეხილობები“;
  • „უეცარი სიკვდილი“;
  • „ანაფილაქსიის ექსპერტიზა“;
  • „აუტოფსიური მასალის აღების პრინციპები“;
  • „მასალის აღება ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის“;
  • „მეტამფეტამინის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა“. 

კონფერენციის დასასრულს, გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.