ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 25 ივლისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შემდეგი შემადგენლობით: ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს I სახელმწიფო მინისტრი, პროფესორი ვიოლა ადაკუ უნვულირი, ნიგერიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინასა და საქართველოში, მისი აღმატებულება ფრენკ ნგოზი ისოჰი (რეზიდენციით კიევში, უკრაინა), ნიგერიის საელჩოს უფროსი მრჩეველი, ქალბატონი აიო ლუთერ–ოგბომოდე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სამმართველოს დირექტორი ამინუ მოდიბო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი რეზო ბაბუნაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაზა ტალახაძე.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ  თსსუ–ის  ტრადიციებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, უცხოელ სტუდენტთა განათლების ძირითად ასპექტებს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების  აუცილებლობის მნიშვნელობაზე.